12:52:46     04-10-2017
ჟურნალისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ქალის თავის მოჭრის ვიდეო უპოვეს
![a71988.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71988.jpg)
BBC-ის მიერ გავრველებული ინფორმაციით, დანიელ გამომგონებელს პეტერ მედსენს, რომელსაც შვედი ჟურნალისტის კიმ უოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს, აღმოუჩინეს ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აჭრიან ქალს თავს.
ტელეკომპანიის ცნობით, პოლიციელებმა მას მყარ დისკზე შენახული ვიდეო უპოვეს. დანარჩენი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
10 აგვისტოს საღამოს, დანიის დედაქალაქში, უოლი მედსენის მიერ შექმნილ წყალქვეშა ნავზე "ნაუტილუსზე" ავიდა. ნავმა ჩაძირვა დაიწყო და იქიდან მხოლოდ გამომგონებლის გადარჩენა შეძლეს, რადგან ჟურნალისტი ვერ ოპოვეს. რამდენიმე დღეში გაჩნდა ვერსია, რომ ნავი თავად მედსენმა ჩაძირა, რათა მკვლელობის კვალი გაექრო. თავმოჭრილი უოლის სხეული ნაპირზე იპოვეს. გამომგონებელი აცხადებს, რომ ჟურნალისტის სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო და არა განზრახ მკვლელობა.
0