12:48:22     04-10-2017
ეკა ბესელია: ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა

ჩვენ არ გვჭირდება ვეტო - ჩვენ არავისთვის გვითხოვია კონსტიტუციაში დამატებითი ცვლილებების თაობაზე შემხვედრი ნაბიჯის გადმოდგმა.
ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ცვლილებები, რომელიც ჩვენი მხრიდან კონსენსუსის თუ კომპრომისის შედეგად მზადდება, ძალიან სერიოზული კომპრომისი და დათმობაა იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ შეთანხმების პროცესს. ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების შედეგად ჩვენი მხრიდან გადაიდგა დამატებითი ნაბიჯი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკებს დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.
უმრავლესობის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში დღეს, 16:00 საათისთვის არის დანიშნული.
0