12:44:54     04-10-2017
უმრავლესობის ლიდერები პრეზიდენტის შეხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები - მამუკა მდინარაძე, გია ჟორჟოლიანი, ნინო გოგუაძე, სიმონ ნოზაძე, კახა ოქრიაშვილი და გიორგი გაჩეჩილაძე შეხვდებიან.
შეხვედრა კონსტიტუციის ახალ რედაქციაში ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ საკითხებს შეეხება.
შეხვედრა 16:00 საათზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგება.
0