10:55:51     04-10-2017
ე.წ „ციანიდის საქმის“ ექვსივე ადვოკატი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული
ე.წ ციანიდის საქმის ექვსივე ადვოკატი საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ადვოკატების ნაწილი მთავარ საგამოძიებო უწყებაში დღეს, ნაწილი კი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გამოცხადდება.
მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს 12:00 საათზე მივა ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რაზე არიან ადვოკატები დაბარებულები საგამოძიებო უწყებაში, თუცა ცნობილია, რომ მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის დახურული სასამართლო პროცესების ამსახველი მასალების მედიასაშუალებებში გავრცელების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ადვოკატების დაკითხვა ამ ფაქტს უკავშირდებოდეს.
0