„საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს“ „საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს“ />


  10:53:11     04-10-2017

„საქართველო ესპანეთის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს“

a71971.jpg

„საქართველო მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ ესპანეთში ვითარება მშვიდობიანად მოგვარდება ქვეყნის კანონმდებლობის და კონსტიტუციის სრული დაცვით. 

1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი ჩატარდა. ესპანეთის ხელისუფლებას პროცესის ჩაშლა სცადა. ხმის მიცემა ესპანურ პოლიციასთან დაპირიპირებისა და შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა. ბოლო ინფორმაციით დაშავდა, სულ ცოტა, 800 ადამიანი.

0

ავტორი: