სამხედროები ბუნებრივი სტიქიის წინააღმდეგ სამხედროები ბუნებრივი სტიქიის წინააღმდეგ />


  10:44:10     16-05-2011

სამხედროები ბუნებრივი სტიქიის წინააღმდეგ

a5952.jpg

“ასოშეითედ პრესის” ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედრო ინჟინრებმა სოფელ მორგანზასთან კარიბჭე გახსნეს, რათა ადიდებული მისისიპი გადაამისამართონ და ლუიზიანას შტატის ისეთ მსხვილ ქალაქებს მოარიდონ, როგორებიცაა ბატონ-რუჯა და ახალი ორლეანი. კარიბჭე 38 წლის განმავლობაში პირველად გაიხსნა.

სამხედროები იმედოვნებენ, რომ წყლის ძირითადი ნაკადის მდინარე ატჩაფალაიაში გადამისამართება მოხდება. ეს დატბორვას ააცილებს რიგ დასახლებულ პუნქტებს აკადიანის რეგიონში და განადგურებისაგან დაიცავს სასოფლო-სამეურნეო მიწებს.

ამის შემდეგ, არმიის ინჟინრების აზრით, წყალი ქალაქ მორგან-სითის სამხრეთით, მექსიკის ყურეში წავა და მსხვილი ქალაქები არ დაზარალდება. რაიონიდან უკვე ევაკუირებულია 25 ათასი ადამიანი.  

მისისიპის ეს ადიდება, რომელიც გაზაფხულის წყალდიდობის და გაუჩერებელი წვიმების შედეგად მოხდა, უმსხვილესია უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

0

ავტორი: