17:50:51     03-10-2017
„თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტზე ყველანაირი გეოლოგიური დასკვნა არსებობს“

„თაბორის მთაზე განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით ყველანაირი გეოლოგიური დასკვნა არსებობს და პროექტის განხორციელება სტანდარტების შესაბამისად მოხდება“, - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალსიტებს თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, მალე თაბორის მთაზე წარმოუდგენელი მასშტაბის პროექტი განხორციელდება.
კახა კუჭავას განმარტებით, პროექტი, თავისი მოცულობიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი გახდება.
„ის ფაქტორი, რომ თანაინვესტირების ფონდი ასოცირებულია ბიძინა ივანიშვილთან, ოპონენტებისთვის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს, წინასააწარჩევნოდ თემით სპეკულირება მოახდინონ, მაქსიმალურად იყვირონ, ქულები დაიწერონ და მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ოპონენტები წინაასარჩევნოდ ყველანაირ უმსგავსო ხერხს იყენებენ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ისეთი ტყუილები თქვან, რაც ფიზიკურად ვერ დაიმალება. საუბარია პუშკინის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით და ფაქტია, რომ სკვერი, რომელზეც ლაპარაკობენ, აბსოლუტურად არ არის იმ გადაწყვეტილების ნაწილი, რომელიც თბილისის საკრებულომ მიიღო“, - თქვა კახა კუჭავამ.
0