სათვალთვალო კამერის ჩანაწერი -ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შენობაში სათვალთვალო კამერის ჩანაწერი -ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შენობაში />


  14:42:48     03-10-2017

სათვალთვალო კამერის ჩანაწერი -ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის შენობაში

a71923.jpg

პირველმა არხმა თბილისის მერიისგან სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა გამოითხოვა, რომელზეც გუშინ, აქციის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის მერიის შენობაში ყოფნის ფაქტია ასახული. 

თბილისის მერია ვიდეოკადრებთან ერთად განცხადებასაც ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ხაბეიშვილისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, სიცრუეა. 

„მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით და თავი შეიკავონ მიზანმიმართული ბრალდებებისგან“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ლევან ხაბეიშვილი აღნიშნულ საქმეზე თბილისის პროკურატურამაც გამოკითხა. გამოკითხვაზე ხაბეიშვილი მას შემდეგ დაიბარეს, რაც პარტიის ლიდერებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც, გუშინ, აქციაზე ხაბეიშვილს თბილისის მერიის შენობაში სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ თავად ხაბეიშვილმაც ისაუბრა.

0

ავტორი: