ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება />


  12:31:08     03-10-2017

ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება

a71906.jpg

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით იზრდება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

„ჩვენ იმ დანაპირებს, რომელიც ნატო-ს სტანდარტების განხორციელებას უკავშირდება, განსაკუთრებით შეიარაღების ნაწილში, შევასრულებთ. კიდევ უფრო გავზრდით პროცენტულ მაჩვენებელს, რომელიც შეიარაღების შესყიდვებს უკავშირდება“, - აღნიშნა იზორიამ. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-ს სტანდარტია, რომ თითოეულმა ქვეყანამ არამხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ორი პროცენტი გამოყოს თავდაცვის ბიუჯეტისთვის, არამედ შესყიდვებიც აწარმოოს გონივრულად, კერძოდ, შესაბამისი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით. 
„ძირითადად, ეს თანხა მიმართული იქნება იმ 15%-იანი ნიშნულის დასაკმაყოფილებლად, რომელიც ნატო-ს სტანდარტითაა გათვალისწინებული“, - განაცხადა იზორიამ. 

2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. 

0

ავტორი: