„ვიდეოში კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ... რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“ „ვიდეოში კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ... რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“ />


  12:28:11     03-10-2017

„ვიდეოში კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ... რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი“

a71905.jpg

მერიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პროკურატურის კითხვებს ლევან ხაბეიშვილი პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი შოთაძის უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, გუშინ თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე სუს-ის თანამშრომლებმა გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მან მთავარ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის კადრები სრული არ არის და ზუსტ რეალობას არ ასახავს.  

„ვიდეო იწყება სკამიდან. სკამამდე ხომ მივედი, რატომ წამომაწვინეს, რატომ მეუბნებიან, რომ სასწრაფოს იძახებენ, რატომ მეუბნებიან, რომ ცუდად ვარ და დარჩენა არის საჭირო, ეს მტკიცებულებაა, რომ მე შეუძლოდ ვიყავი, იძახებდნენ სასწრაფოს და მე ვუთხარი, თქვენი არაფერი მინდა ან თუ დამაკავეთ, დამაკავეთ ან გამიშვით. მათ შორის, როდესაც გამოვდივარ, ვეუბნები, რომ რტყმის გარეშე. ყველა პირის იდენტიფიცირება შემიძლია, მათ შორის ვიდეოში კარგად ჩანს, ვინ გამომიყვანა უკანონოდ, რომელიც არის უსაფრთხოების სამსახურის და არა პოლიციის თანამშრომელი და რა უფლება აქვს გარეთ აკავებდეს მოქალაქეს, შეაგდოს მერე მერიაში. რა ქაჯობა მოაწყვეს, არ ვიცი,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

0

ავტორი: