უჩა ნანუაშვილი: მერიასთან აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ უჩა ნანუაშვილი: მერიასთან აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ />


  12:09:11     03-10-2017

უჩა ნანუაშვილი: მერიასთან აქციაზე დაკავებულებს დაზიანებები აღენიშნებათ

a71900.jpg

თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირი ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლებმა მოინახულეს. როგორც უჩა ნანუაშვილი ამბობს, მათ დაზიანებები აღენიშნებათ და ეს საკითხი გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.

„მათ აღენიშნებათ დაზიანებები სხეულზე, თუმცა ექიმის თქმით, ეს დაზიანებები არ არის სერიოზული. ჩვენს მიერ გამოთხოვილია დოკუმენტაცია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთ მათგანს გაუკეთეს ფიქსატორი, რომელიც 10 დღის განმავლობაში უნდა ატაროს, ადასტურებს, რომ დაზიანებები მათ რეალურად დაკავების დროს მიადგათ. ეს ფაქტი საგამოძიებო უწყებებმა უნდა შეისწავლონ", - თქვა უჩა ნანუაშვილმა.

თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" აქცია გუშინ გაიმართა. ისინი მერიისგან თავისუფლების მოედანზე და თაბორის მთაზე ტერიტორიების გადაცემის საკითხის შეჩერებას მოითხოვდნენ. აქცია სამი საათის განმავლობაში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. 

0

ავტორი: