09:27:23     03-10-2017
ლას-ვეგასში მომხდარზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
![a71891.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71891.jpg)
ლას-ვეგასში მომხდარზე, სადაც სროლების შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა, პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
დამნაშავე დაჯგუფების ერთ-ერთი ჯარისკაცია, რომელმაც ისლამი რამდენიმე თვის წინ მიიღო. თუმცა, დამნაშავის კავშირს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბოლომდე ვერავინ ადასტურებს.
აშშ-ის პოლიციამ გუშინ განაცხადა, რომ დამნაშავე სამართალდამრღვევი არ ყოფილა და არავითარი ნიშნები მისი ტერორიზმთან კავშირისა არ არსებობდა.
დაშავებულთა რაოდენობა 515-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია ავრცელებს.
აშშ-ში, ლას-ვეგასში სამორინეს ტერიტორიის მახლობლად ცეცხლის გახსნაში ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია, ეს არის 64 წლის სტივენ პედოქი. პოლიცია ასევე ეძებს მის პარტნიორს, 62 წლის მარილუ დენლის.სტივენ პედოქი ლიკვიდირებულია.
0