"პირდაპირ ვიტყვი. მომიპარეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. წამაქციეს და ისე მირტყამდნენ" "პირდაპირ ვიტყვი. მომიპარეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. წამაქციეს და ისე მირტყამდნენ" /> "/> " />


  16:58:56     02-10-2017

"პირდაპირ ვიტყვი. მომიპარეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. წამაქციეს და ისე მირტყამდნენ"

a71887.jpg

ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს სიის მესამე ნომერი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს რომ პოლიციისა და მერიის მაღალჩინოსნებმა სცემეს. 

"პირდაპირ ვიტყვი. მომიპარეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. წამაქციეს და ისე მირტყამდნენ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი, ვინც მას ფიზიკურად უსწორდებოდა, მერიის აპარატის უფროსი იყო. 

ხაბეიშვილის თქმით, მიუხედავად ამისა, არ შეეგუება ივანიშვილისათვის თბილისის გადაფორმებას. 

„საქართველო ივანიშვილის გარეშე“, - აცხადებს იგი და მზადაა კვლავ გააგრძელოს პროტესტი თბილისის საკრებულოს უკანონო გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ რომ თბილისის მერია, ყოფილი პრემიერისათვის, პუშკინის სკვერის ნაწილის ერთ ლარად გადაცემას აპირებს. 

პუშკინის სკვერის 1900 კვ/მ-ის გარდა, ნარმანია, მილიარდელისათვის ბოტანიკურ ბაღში მდებარე ნახევარი ჰექტარის გადაფორმებასაც გეგმავას.

ამავე დროს, ბათუმის საკრებულომ უკვე გადასცა ივანიშვილს ბათუმის ბოტანიკური ბაღის რამდენიმეკილომეტრიანი სანაპირო ზოლი 49 წლიანი იჯარით.

სწორედ ამ ფაქტებს მოჰყვა პროტესტი და მთავარი ოპოზიციური პარტიის საპროტესტო აქცია, რაც ძალადობით, აქტივისტების ცემითა და მათი ნაწილის დაკავებით დასრულდა.

0

ავტორი: