ნაცემი და დაკავებული აქტივისტები - სიტუაცია კვლავ დაძაბულია ნაცემი და დაკავებული აქტივისტები - სიტუაცია კვლავ დაძაბულია />


  16:40:03     02-10-2017

ნაცემი და დაკავებული აქტივისტები - სიტუაცია კვლავ დაძაბულია

a71883.jpg

თბილისის მერიასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებმა და უცნობმა პირებმა ნაციონალური მოძრაობის სიის მესამე ნომერი, ლევან ხაბეიშვილი სცემეს. მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემოახიეს ტანსაცმელი და დააკავეს. 

[I=2]ხაბეიშვილის გარდა, ნაცემია ათამდე აქტივისტი, მათ შორის ქალებიც. ისინი ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისათვის პუშკინისა და ბოტანიკური ბაღის ნაწილის გადაცემას აპროტესტებდნენ. 

"პირდაპირ ვიტყვი. მომიპარეს და ფიზიკურად გამისწორდნენ. წამაქციეს და ისე მირტყამდნენ", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

სიტუაცია ჯერ კიდევ უკიდურესად დაძაბულია. ლიდერები ცდილობდნენ მიუახლოვდნენ მერიის შენობას, თუმცა, მათ ამის საშუალებას არ აძლევენ. 

„აქცია დაშალეს ძალის გამოყენებით“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად ძალადობისა, „ივანიშვილი თბილისზე ვერ იძალადებს და დედაქალაქს ჯიბეში ვერ ჩაიდებს“. 

პოლიცია აქტივისტების დაკავებას აგრძელებს... 
0

ავტორი: