10:34:08     16-05-2011
ენდრიუ ნიკოლის “სტუმრები”
სტეფან მაიერის წიგნის “სტუმრების” მიხედვით გადაღებული ფილმის რეჟისორუ ენდრიუ ნიკოლი იქნება. ამის შესახებ “დედლაინი” იტყობინება. მეიერის წიგნის მიხედვით, სიუჟეტი მომავალში ვითარდება, სადაც კაცობრიობის ნაწილი ეგრეთ წოდებულ სულებს ებრძვის, რომლებიც ადამიანის სხეულში სახლდებიან.
მთავარი გმირი, სახელად მელანი სტრაიდერი, ასევე სულის მიერ იქნება მოტაცებული, რომელიც მელანის პიროვნების განადგურებასთან ერთად, მასთან გარკვეულ სიმბიოზში იწყება ცხოვრებას.
ენდრიუ ნიკოლი ისეთი ფილმებით არის ცნობილი, როგორიცაა, მაგალითად, “ტრუმანის შოუ”, ჯიმ ჯერის მონაწილეობით, თუმცა აქ მხოლოდ პროექტის სცენარისტია. მცირე ხნის წინ გავრცელდა ხმები, რომ ის, შესაძლოა, რეჟისორიც გახდეს, თუმცა ეს ოფიციალურად ჯერ მაინც დადასტურებული არ არის.
სტეფან მაიერის რომანი “სტუმრები” 2008 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 26 კვირის განმავლობაში, ის, “ნიუ იორკ ტაიმსის” ვერსიით, ყველაზე პოპულარული წიგნების სიაში შევიდა.
0