ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან - აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან - აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ />


  15:51:21     02-10-2017

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის მერიასთან - აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ

a71876.jpg

თბილისის მერიასთან სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას ცდილობენ. 

ამ წუთებში მერიის ყველა შესასვლელს საპატრულო პოლიცია და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკნოტროლებენ.

ულტიმატუმის ვადა ცოტა ხნის წინ ამოიწურა, რომელიც აქციის მონაწილეებმა მერიას წაუყენეს. დავით ნარმანიასთან შეხვედრას საკრებულოს და პარლამენტის დეპუტატები ითხოვდნენ, თუმცა ამ ულტიმატუმზე მათ არავინ გამოხმურებია. მათი მოთხოვნა საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ყოფილი პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის ქალაქის ცენტრში მიწების გადაცემას გულისხმობს. 

ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დავით ნარმანიას მოქალაქეებთან შეხვედრა და კითხვებზე პასუხის გაცემა მოსთხოვეს. 

0

ავტორი: