"პატრიოტთა ალიანსი" წევრები მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების ნაწილს არ ასაჯაროვებენ "პატრიოტთა ალიანსი" წევრები მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების ნაწილს არ ასაჯაროვებენ /> "/> " />


  13:50:40     02-10-2017

"პატრიოტთა ალიანსი" წევრები მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრების ნაწილს არ ასაჯაროვებენ

a71857.jpg

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები: ადა მარშანია და ნატო ჩხეიძე მოსკოვში გაემგზავრნენ. 

ქართველი პარლამენტარები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებთან გეგმავენ, მოგვიანებით კი, მათ "პატრიოტთა ალიანსის" წევრი გიორგი ლომიაც შეუერთდება. 

ადა მარშანიას თქმით, მოსკოვში დაგეგმილია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის გასაჯაროება ამ დროისთვის არ მოხდება. 

"მივემგზავრებით მხოლოდ ქალაქ მოსკოვში. დელეგაციის შემადგენლობა იგივეა, რაც იყო პირველი ვიზიტის დროს. ვხვდებით სახელმწიფო დუმის დეპუტატებს და ფედერაციის საბჭოს დეპუტატებს და კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მე უფლება არ მაქვს გასაჯაროების. მთავარი სასაუბრო თემა, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი, ჩვენი ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხი“, - განაცხადა ადა მარშანიამ. 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში რამდენიმე დღეს დარჩებიან და თბილისში სავარაუდოდ 5 ოქტომბერს დაბრუნდებიან. 0

ავტორი: