21:33:12     30-09-2017
შსს-ს ინფორმაციით, კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ კუმურდოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ. სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ორი ადამიანი იყო გამოკითხვაზე დაბარებული და მათ პოლიციის შენობა უკვე დატოვეს.
შსს ინფორმაციით, სოფელ კუმურდოში, ამ დროისთვის, სიტუაცია განმუხტულია. მათივე ინფორმაციით,დღეს მომხდარი შემთხვევის შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები, ასევე დაზიანდა შსს-ს ბალანსზე რიცხული რამდენიმე ავტომანქანა.
„შექმნილი ვითარებიდან უმოკლეს დროში ადგილზე ჩავიდა შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. იგი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამ დროისთვის, სიტუაცია სოფელ კუმურდოში განმუხტულია“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.
0