16:54:18     29-09-2017
დონალდ ტრამპი ნოემბერში აზიის ქვეყნებს ესტუმრება
თეთრი სახლის პრესსამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნოემბერში ხუთ აზიურ ქვეყანას ესტუმრება.
BBC-ის ცნობით, 11-დღიან ტურში, ის ეწვევა იაპონიას, ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ვიეტნამს და ფილიპინებს. ასევე მოინახულებს ამერიკულ შტატ ჰავაის.
ძირითადი სასაუბრო თემა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეა იქნება.
0