13:57:41     29-09-2017
"კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას"

"კონსტიტუციის პროექტმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იქნა მიღებული, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას".
ამის შესახებ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანმა განაცხადა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არ არსებობს მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.
"დღევანდელი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ იყო მიღებული, ჩვენი პოზიცია იყო თავიდანვე იგივე რაც არის დღე, რეალურად შესაძლოა შეუქმნას საფრთხე ქვეყნის უსაფრთხოებას, თავდაცვისუნარიანობას, გამომდინარე იმ მექანიზმების არარსებობისა, რომელიც არ ჩანს კონსტიტუციაში," - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ იმ საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელზეც საუბარი დღეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე შედგება.
მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული სამხედრო წვრთნები იქნება.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები, რომელსაც რუსეთი ატარებდა და ასევე ის ვალდებულებები, რომელიც აქვს უშიშროების საბჭოს, ზუსტად განაპირობებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მათ დაწყების წინ და ასევე უშიშროების საბჭოს საკითხად, მოიწვიოს უშიშროების საბჭო, წევრები რათა განვიხილოთ თუ რამდენად უქმნის საფრთხეს სერიოზულს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას,“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.
პრეზიდენტის მოწვევით დღეს საქართველოს უშიშროების საბჭო იკრიბება.
უშიშროების საბჭოს სხდომა 15:00 საათზე დაგეგმილი.
0