შვედეთის საბავშვო ბაღებში გოგოს და ბიჭის ცნებებზე უარი თქვეს შვედეთის საბავშვო ბაღებში გოგოს და ბიჭის ცნებებზე უარი თქვეს />


  13:16:28     29-09-2017

შვედეთის საბავშვო ბაღებში გოგოს და ბიჭის ცნებებზე უარი თქვეს

a71768.jpg

შვედეთის კიდევ ორ საბავშვო ბაღში ექსპერიმენტი ტარდება ტრადიციული გენდერული სტერეოტიპების დასანგრევად. ბაღში გოგოს და ბიჭის ტრადიციულ გაგებაზე უარი თქვეს და სქესის განმსაზღვრელი სიტყვებიც კი ამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მიღებულ იქნა დამატებითი ზომებიც. მაგალითად, საბავშვო მოედნებზე ცალ-ცალკე აღარ არის სათამაშოები გოგონებისთვის და ბიჭებისთვის: თოჯინები, მანქანები და ყველა სხვა სათამაშო ერთადაა განთავსებული, რათა აღსაზრდელებმა ერთად ითამაშონ, სქესის განურჩევლად.

ბაღის მასწავლებლები ბავშვებს გოგონათი და ბიჭოთი აღარ მიმართავენ და მათ ან სახელებს ეძახიან, ან იყენებენ გენდერულად ნეიტრალურ ტერმინს "ხენ." ხდება მასწავლებლების სპეციალიზაცია ამ მიმართულებით. "ჩვენ ვცდილობთ ყველა ბარიერი მოვხსნათ, რაც არსებობს გოგონებს და ბიჭებს შორის და არ შევზღუდოთ ისინი" - აცხადებენ მასწავლებლები. 

0

ავტორი: