11:24:50     29-09-2017
უკრაინაში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი ჩაცხრილეს
უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში დეპუტატი მიხაილ ბინუსოვი მოკლეს. ადგილობრივი საბჭოს წევრს, მიხაილ ბინუსოვს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან 20-ჯერ ესროლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, თავდასხმამდე ბინუსოვი ადგილობრივ ტელევიზიაში სტუმრად იმყოფებოდა. მოგვიანებით კი, შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და როდესაც ავტოსადგომთან მანქანას აჩერებდა, თავდამსხმელებმა მას ესროლეს.
ჩერკასის მერის განცხადებით, ცოტა ხნის წინ მიხაილ ბინუსოვი კომუნალური სამსახურის დირექტორად დანიშნეს და უწყებაში კორუფციასთან ბრძოლას შეუდგა. მისივე თქმით, დეპუტატმა მას რამდენიმე დღის წინ ისიც უთხრა, რომ მოკვლით ემუქრებოდნენ.
0