პრეზიდენტი: როგორც ვხედავ, აქ არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ეს დასანანია! პრეზიდენტი: როგორც ვხედავ, აქ არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ეს დასანანია! />


  17:17:07     28-09-2017

პრეზიდენტი: როგორც ვხედავ, აქ არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ეს დასანანია!

a71740.jpg

გიორგი მარგველაშვილმა „დასანანი“ უწოდა იმ ფაქტს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შეთავაზების საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

„მე დღეს როგორც ვხედავ, აქ არ არის „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. ეს დასანანია! კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ როცა საუბარია რთული ვითარებიდან გამოყვანაზე, მე ყოველთვის მზად ვარ - ჩემი კარი ღიაა სათათბიროდ. ჩვენ გვაქვს კარგი გამოცდილება იმისა, რომ შეძლეს განსხვავებული შეხედულებების პოლიტიკოსებმა 5 საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებამდე მისვლა, მათ შორის იმ საკითხებზე, რომელიც ჩასწორების სახით არის შემოთავაზებული. 

ვეტო არის რთული ვითარებიდან გამოსავალი, მგონი ამაზე ყველა თანხმდება - კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“ და ამაზე თანხმდება პოლიტიკური სპექტრიც. ვფიქრობ, ჩვენ ერთად უნდა დავიწყოთ მუშაობა, როგორ უნდა გამოვიდეთ ამ რთული ვითარებიდან“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრას ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებიან.

0

ავტორი: