16:33:13     28-09-2017
რა რჩევას აძლევს სინგაპურის ერთერთი სკოლის დირექტორი მშობლებს
![a71739.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71739.jpg)
სინგაპურის ერთერთი სკოლის დირექტორის მიმართვა მშობლებს:
“ძვირფასო მშობლებო,მალე თქვენს შვილებს გამოცდები დაეწყებათ.ვიცი,რომ ყველა თქვენგანი ძალიან ნერვიულობს და განიცდის,ვინაიდან გსურთ,რომ ბავშვებმა გამოცდები კარგად ჩააბარონ.
მაგრამ,გთხოვთ,გახსოვდეთ: მოსწავლეებს შორის ამ გამოცდაზე იქნება მხატვარი,რომელსაც არაფერში სჭირდება მათემატიკის გამოწვლილვით ცოდნა;იქნება მეწარმე,რომლისთვისაც არც ისე მნიშვნელოვანია ისტორია და ინგლისური ლიტერატურა;მუსიკოსი,რომელსაც არასდროს გამოადგება ქიმია;სპორტსმენი,რომლისთვისაც ფიზკულტურა ბევრად მნიშვნელოვანია,ვიდრე ფიზიკა.ძალიან კარგი იქნება,თუ თქვენი შვილები კარგ ნიშნებს მიიღებენ,მაგრამ,გეთაყვა,თუ ასე არ მოხდება,გთხოვთ,ნუ ჩაკლავთ მათში თავდაჯერებულობისა და ღირსების გრძნობას.უთხარით მათ,რომ ეს ნორმალურია,რომ ეს უბრალოდ გამოცდაა.
ისინი ბევრად მნიშვნელოვანი საქმეებისთვის არიან მოვლენილი ამ ქვეყნად.უთხარით მათ,რომ გიყვართ და არ განსჯით,როგორი შეფასებებიც არ უნდა მიიღონ.გთხოვთ,მოიქეცით ასე და მერე უბრალოდ თვალყური ადევნეთ,როგორ დაიპყრობენ მომავალში სამყაროს.ერთი გამოცდა თუ ცუდი ნიშანი ვერაფერს დააკლებს მათ ნიჭს და ვერ წაართმევს ოცნებას"!
0