15:05:50     28-09-2017
თელავში 72 წლის მამაკაცი მოკლეს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ კონდოლში, 72 წლის მამაკაცს თანასოფლელმა სასიკვდილო დაზიანებები ჩაქუჩით მიაყენა.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მოკლული მამაკაცი მარტო ცხოვრობდა და ხშირად ავადმყოფობდა. თანასოფლელები ვერ საუბრობენ, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0