13:47:19     28-09-2017
თევზების წვიმა მექსიკაში
მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტამაულიპასის შტატის მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. ქალაქ ტამპიკოს ციდან "თევზების წვიმა" წამოვიდა.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, წვიმა მხოლოდ სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა. მოსახლეობის ნაწილი ვარაუდობს, რომ თევზები ახლომდებარე ტბიდან ტორნადომ აიტაცა.