13:44:15     28-09-2017
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ასლის გაცემაზე უარი განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინული გამოცემის „დოსტუპ დო პრავდის“ მოთხოვნა, წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ პეტრო პოროშენკოს ბრძანების ასლი, არ დააკმაყოფილა.
„გამოთხოვილი ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთვემის შესახებ არის კონფიდენციალური და სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს ეხება, მაგრამ ასეთ ინფორმაციაზე წვდომის წერილობითი ნებართვა უკრაინული კანონმდებლობის შესაბამისად არ წარმოდგენილა“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ პასუხში.
გამოცემა „დოსტუპ დო პრავდის“ ამ პასუხის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს, ვინაიდან მათ მიაჩნიათ, რომ ამ ინფორმაციის გაცემის შედეგად მიყენებული ზარალი საზოგადოებრივ ინტერესებს არ აღემატება.