თინა ბოკუჩავა: პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პირად სადამსჯელო ბიუროდ გადაიქცა თინა ბოკუჩავა: პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პირად სადამსჯელო ბიუროდ გადაიქცა />


  13:20:08     28-09-2017

თინა ბოკუჩავა: პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პირად სადამსჯელო ბიუროდ გადაიქცა

a71725.jpg

„პროკურატურა ბიძინა ივანიშვილის პირად სადამსჯელო ბიუროდ გადაიქცა“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა, რომლის თანახმად, მთავარმა პროკურორმა და მისმა მოადგილეებმა სოლიდური ანაზღაურება მიიღეს.

„ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ მისაღებია მათ საქართველოს გადამხდელების ხარჯზე მიიღონ ათიათასობით ლარი დანამატის სახით. ზოგადად, ბიუჯეტის ასეთი ფლანგვა არის „ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანი. ისინი არაფერს აკეთებენ და სამაგიეროდ უზარმაზარ დანამატებს და პრემიებს იღებენ არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ ბევრ სხვა უწყებაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0

ავტორი: