12:44:20     28-09-2017
უგანდაში ბავშვების მსხვერპლშეწირვის შემთხვევები გახშირდა
უგანდაში ბავშვების მსხვერპლშეწირვის შემთხვევებმა სისტემური ხასიათი მიიღო. მკითხავებს სჯერათ, რომ თუ ბავშვებს მსხვერპლად შეწირავენ, ძლიერი გვალვა დასრულდება-წერს FoxNews-ი.
აღმოსავლეთ აფრიკაში, ბოლო 50 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გვალვაა, რის გამოც უგანდის 1.6 მილიონ მცხოვრებს შიმშილი ემუქრება.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში აცხადებენ, მხოლოდ 2016 წელს მკითხავებმა შვიდი მცირეწლოვანი და ექვსი ზრდასრული მოკლეს.
სექტემბერში უგანდელმა სამართალდამცავებმა რიტუალურ მკვლელობებში მონაწილეობის ბრალდებით, 44 ადამიანი დააკავეს. FoxNews-ი პუბლიკაციაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის შემზარავ დეტალებს აღწერს.
პოლიციაში აცხადებენ, რომ დამნაშავე მკითხავების გამოსავლენად გამოძიება გრძელდება. უგანდაში 650 ათასზე მეტი მკითხავი ცხოვრობს. ბავშვების მსხვერპლად შეწირვის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე ტანზანიაში, ნიგერიაში,სვაზილენდში, ზიმბაბვესა და ნამიბიაში.
0