ირაკლი კობახიძე: საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს ირაკლი კობახიძე: საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს />


  12:01:07     28-09-2017

ირაკლი კობახიძე: საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს

a71719.jpg

პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის დღეს დაგეგმილი შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.

​ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია უკვე დასრულებულია.

“კონსტიტუცია პარლამენტმა მიიღო ძალიან ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად. აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა შედეგის მომტანი ვერ იქნება, რადგან კონსტიტუციასთან დაკავშირებით დისკუსია უკვე დასრულებულია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება მის შეთავაზებას პრეზიდენტისადმი, ირაკლი კობახიძის თქმით, თუკი პრეზიდენტი ვეტოსთან დაკავშირებით ამ შეთავაზებას გაიზიარებს, ეს იქნება ყველაზე სწორი ნაბიჯი.

“ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ პარლამენტისა და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელების შეთანხმების შესაბამისად, გამოიყენოს ვეტოს უფლება. საქმე ეხება ორ საკითხს - ერთი არის ბონუსის სისტემის ამოღება ახალი რედაქციიდან, მეორე არის ბლოკების ერთჯერადად დაშვება. თუკი პრეზიდენტი გამოიყენებს ვეტოს უფლებას და გამოიყენებს ამ შეთავაზებას, ეს ჩვენი ხედვით ყველაზე სწორი ნაბიჯი იქნება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პრეზიდენტისა და ოპოზიციის პოზიციას საკონსტიტუციო პროცესისადმი, ირაკლი კობახიძის თქმით, დადებითად ვერ შეაფასებს იმ პროცესებს, რომელიც კონსტიტუციის მიღებამდე წარმართეს პრეზიდენტმა და ოპოზიციურმა პარტიებმა.

"პრეზიდენტმა და ე.წ. ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ დაწერეს რამდენიმე დღეში ახალი კონსტიტუცია. ჩვენ გვედავებოდნენ, თითქოს ნაჩქარევად მოვამზადეთ ცვლილებები, თუმცა ამავე დროს სამ-ოთხ დღეში დაწერეს ახალი კონსტიტუცია. საქართველოში 20 პარტია საერთოდ არ არსებობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 0

ავტორი: