11:28:27     28-09-2017
იაპონიის პრემიერმა პარლამენტი დაითხოვა
![a71716.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71716.jpg)
იაპონიის პრემიერმინისტრმა სინძო აბემ პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნის მიზეზი განმარტა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ბირთული საფრთხის გამო მიიღო და ამიტომ 22 ოქტომბერს ვადამდელი არჩევნები გაიმართება.
„ეს იქნება არჩევნები, რომელიც მოითხოვს პასუხს კითხვაზე, როგორ დავიცვათ იაპონია და მისი მოქალაქეების მშვიდობიანი ცხოვრება,“- განაცხადა აბემ. მისივე თქმით, ამ არჩევნებმა იაპონიის მომავალი უნდა განსაზღვროს.
პრემიერი ტელეეთერით იაპონიის პარლამენტის ქვედა პალატის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე გამოვიდა. ოპოზიცია აბეს ამ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პრემიერმა პარლამენტი მისთვის უხერხული გამოძიების შეწყვეტის გამო დაითხოვა. კერძოდ, ეს გამოძიება საგანმანათლებლო ორგანიზაციების უკანონო მაქინაციებთან სინძო აბეს შესაძლო კავშირს ეხება.
0