09:48:58     28-09-2017
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს, გრიგოლ მიქავას მუხლი დაუხვრიტეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსს, გრიგოლ მიქავას ცეცხლსასროლი იარაღით მუხლი დაუხვრიტეს.
დამნაშავე დაკავებული არ არის. უცნობია სისხლიანი ინციდენტის მოტივიც.
დაჭრილი მიქავა საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ის ამჯამად უკვე გაწერილია.
შსს-ში ამბობენ რომ დამნაშავის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს.
ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
0