ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა />


  09:35:12     28-09-2017

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი გარდაიცვალა

a71707.jpg

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება ჟურნალის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.

„საკულტო ფიგურა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი დღეს გარდაიცვალა. ის 91 წლის იყო“ - ნათქვამია გზავნილში.

Playboy მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ბრენდია. ჟურნალის პირველი ნომერი 1953 წელს 51 ათასიანი ტირაჟით გამოვიდა. მოგვიანებით კი ტირაჟმა რამდენიმე მილიონს გადააჭარბა.
დღეს Playboy-ს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ენაზე გამოსცემენ.

0

ავტორი: