17:47:19     27-09-2017
კახეთში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ
კახეთში დედა-შვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისინი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმის განცხადებით, დედა-შვილს დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული და მათი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
სავარაუდოდ, ფიზიკური დაპირისპირება ოჯახის წევრებს შორის ქონების განაწილებაში შეუთანხმებლობას მოჰყვა. მეზობლების თქმით, მხარეებს შორის დიდი ხანია, კონფლიქტია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას და მიმდინარეობს სამუშაოების ბრალდებულის დასაკავებლად.
0