უკრაინაში სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა დრონით გაეჩინათ უკრაინაში სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა დრონით გაეჩინათ />


  15:58:44     27-09-2017

უკრაინაში სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა დრონით გაეჩინათ

a71687.jpg

უკრაინაში, ვინიცის ოლქში მდებარე სამხედრო საწყობში ხანძარი შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატით (დრონით) გაეჩინათ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა იური ბირიუკოვმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.


„საგუშაგოზე მდგარმა ერთ-ერთმა სამხედრომ უცნაური ხმის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას. რამდენიმე წამში ღია მოედანზე აფეთქებები დაიწყო. პერიმეტრი საიმედოდ იყო დაცული, ამიტომ როგორც ჩანს, ეს უპილოტო საფრენი აპარატი იყო. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაჭერაც სცადა. არაოფიციალური ინფორმაციით, წინა დღით ვიღაც დაუკავებიათ კიდეც“, - წერს პოროშენკოს მრჩეველი.

ხანძრის შედეგად განადგურდა მხოლოდ ღია საწყობები, მიწისქვეშა საცავები, ბეტონისა და აგურის ანგარები კი არ დაზიანებულა.ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ხელისფულებამ სამი მილიონი დოლარი გამოყო.
ამჟამად აფეთქებები ინტენსივობა შედარებით შემცირდა. მიმდებარე რაიონებიდან ადგილობრივების ევაკუაცია გრძელდება. სწყობიდან ხუთი კილომეტრის რადიუსიდან ევაკუირებულია უკვე 30 ათასამდე ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ორი ქალი. სამხედრო პროკურატურამ მომხდარი დივერსიად შეაფასა.

0

ავტორი: