15:42:05     27-09-2017
პარლამენტში პრეზიდენტის ვეტოს ელოდებიან

საპარლამენტო ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუციას კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს. მათი შეფასებით, მმართველმა გუნდმა ერთპარტიული დოკუმენტი მიიღო, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას დააზარალებს.
„არ მიგვაჩნია, რომ ეს არის ნორმალური მოვლენა, როცა მმართველი გუნდი მხოლოდ თითონ იღებს გადაწყვეტილებას და არ იზიარებს ოპოზიციის მოსაზრებას. ყველანაირი ლოგიკაა პრეზიდენტის პოზიციიდან გამომდინარე, რომ ის არ დაეთანხმოს ამ ვარიანტს და შეეცადოს, პროცესი დისკუსიას დაუბრუნდეს,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.
„პატრიოტთა ალიანსში“ ფიქრობენ, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება. ადა მარშანიას აზრით, კონსტიტუციის უზურპირება ხდება.
„პატრიოტთა ალიანსში“ ასევე განმარტავენ, თუ რატომ მოხდა, რომ მათმა წევრმა, ნატო ჩხეიძემ კონსტიტუციის მიღებას ხმა მისცა და ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც მას კონსტიტუციური პროექტის წინააღმდეგ ჰქონდა ხმის მიცემა გადაწყვეტილი.
საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერის მამუკა მდინარაძის განმარტებით, როდესაც საუბარი ეხება პრეზიდენტის ვეტოს, უნდა ითქვას, რომ ველოდებით შენიშვნებს.
„ეს არის როგორც ფორმალური, ასევე რეალური არგუმენტი პრეზიდენტის ვეტოსთან დაკავშირებით და შემდგომ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, თუმცა ისეთივე არგუმენტები თუ იქნა, რაც აქამდე იყო, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0