11:10:37     14-05-2011
ცხვრის ხორცი შავი ქლიავით
მასალა:
750 გრამი ცხვრის ხორცი (გულ-მკერდი ან კისერი)
1 მსხვილი თავი ხახვი
ნახევარი სუფრის კოვზი კარაქი
1 არასრული სუფრის კოვზი ფქვილი
დარიჩინი დანის წვერით
120 გრამი შავი ქლიავი
1 ჩაის კოვზი შაქარი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად (1X5 სმ). ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევბრაწოთ, შემდეგ დავამატოთ ხორცი, რომელიც ასევე უნდა შევბრაწოთ. მოვაყაროთ ფქვილი, დავამატოთ სუნელები და ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, შემდეგ დავამატოთ ცხელი წყალი ისე, რომ გადაფაროს ხორცი და თავდახურული დავდგათ მოსაშუშად ნელ ცეცხლზე. მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე დავამატოთ შავი ქლიავი, რომელიც წინასწარ 12 საათით უნდა ჩავალბოთ წყალში, კურკები გამოვაცალოთ, ასევე დავამატოთ შაქარი. სუფრაზე მოხარშულ ბრინჯთან ერთად მივიტანოთ.
0