თელავში 42 წლის მამაკაცი მოკლეს თელავში 42 წლის მამაკაცი მოკლეს />


  10:34:57     27-09-2017

თელავში 42 წლის მამაკაცი მოკლეს

a71659.jpg

თელავში, სოფლელ კურდღელაურში 42 წლის მამაკაცი მოკლეს. ცხედარს სასაფლაოზე გვიან ღამით თანასოფლელებმა მიაკვლიეს. 

მოკლულს ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შემთხვევის ადგილსა და მოკლულის საცხოვრებელ სახლში გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. 0

ავტორი: