10:18:21     27-09-2017
მასშტაბური აფეთქება კიევთან - 28 ათასი ადამიანი ევაკუირებულია
„უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, უკრაინის ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკიდან და მიმდებარე სოფლებიდან სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის გამო 28 ათასი ადამიანია ევაკუირებული.
პოლიციაში აღნიშნავენ, რომ დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ შესულა.
„უკრაინის პოლიცია, ეროვნული გვარდიისა და შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სოფელ კალინოვკისა და მიმდებარე სოფლების ევაკუაციას ახორციელებენ. ბოლო მონაცემებით, ევაკუირებულთა რიცხვმა 28 ათასს მიაღწია“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, გუშინ საღამოს ვინიცის ოლქის სოფელ კალინოვკასთან მდებარე სამხედრო საწყობებში საბრძოლო მასალის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა.
ვლადიმერ გროისმანის განცხადებით ვითარება კონტროლირებადია. უკრაინის გენერალურ შტაბში დივერსიას არ გამორიცხავენ.გავრცელებული ინფორმაციით, საწყობში 188 ათასი ტონა საბრძოლო მასალა, მათ შორის სმერჩისა და გრადის ტიპის ჭურვები ინახებოდა.
0