10:11:43     27-09-2017
„არაერთხელ მიგვითითეს, რომ ვერ აღმოაჩინეს საქართველოში 3 შესაბამისად კვალიფიციური იურისტი“

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევ მოსამართლეობის სამ კანდიდატთან დაკავშირებით განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაკეთდა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ქვეყნის სასამართლო სისტემის იმიჯი საგრძნობლად დააზიანა.
„პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია ის, რომ ძალიან სამწუხაროა რომ ჩვენ მოვხვდით იმ მცირე ქვეყანათა შორის, სადაც არაერთხელ მიგვითითეს, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა ვერ აღმოაჩინეს ქვეყნის ტერიტორიაზე სამი შესაბამისად კვალიფიციური იურისტი აგერ უკვე წელიწად ნახევრის განმავლობაში. ამ პროცესის ასე არასწორად წარმართვამ მოუტანა საკმაოდ დიდი ზიანი ჩვენს ქვეყანას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
სამ კანდიდატთან გასაუბრება 29 სექტემბერს არის ჩანიშნული.
0