09:28:49     27-09-2017
საუდის არაბეთში ქალებს ავტომობილის მართვის უფლება მიეცემა
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუდის არაბეთის მოქალაქე ქალებს 2018 წლიდან ავტომანქანის მართვის უფლება მიენიჭებათ.
ეს განკარგულება საუდის არაბეთის მეფემ გამოსცა, რომელსაც პარლამენტი უახლოეს ერთ თვეში დაამტკიცებს, კანონი კი 2018 წლიდან ამოქმედდება.
მეფის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც შინაგან საქმეთა, ფინანსთა, შრომის და სოციალური განვითარების სამინისტროების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
დღემდე საუდის არაბეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქალებს ავტომობოლის ტარება ეკრძალებათ. კანონის დარღვევის შემთხვევაში, მათ აქამდე რამდენიმე წლით თავისუფლების აღკვეთას უსჯიდნენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ საუდის არაბეთში შეიხს, ქალის დამცირების გამო, ქადაგება აეკრძალა. ის ირწმუნებოდა, რომ როცა ქალი საყიდლებზე მიდის, მისი ტვინი მეოთხედამდე მცირდება და ეს ფაქტი საკმარისია იმისთვის, რომ სუსტი სქესის წარმომადგენლებზე მართვის მოწმობების გაცემა აიკრძალოს.
0