ვაშინგტონმა ჩრდილოთ კორეას სანქციები გაუფართოვა ვაშინგტონმა ჩრდილოთ კორეას სანქციები გაუფართოვა />


  09:15:23     27-09-2017

ვაშინგტონმა ჩრდილოთ კორეას სანქციები გაუფართოვა

a71649.jpg

ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ სანქციები აფართოებს.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამჯერად აკრძალვები ჩრდილოეთ კორეის ფინანსური სექტორის შეეხო. კერძოდ, ქვენის 8 ბანკს და 26 მოქალაქეს. რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ფინანსურ ინსტიტუტებს წარმოადგენენ ჩინეთში, რუსეთში, ლიბიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

აღნიშნული სანქციების ახალი პაკეტი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის დამატებას წარმოადგენს. ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, რომლის დამაგრებაც შორ მანძილზე მოქმედ კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტაზე შეიძლება. იაპონელი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისქვეშა აფეთქების სიმძლავრე 160 კილოტონა იყო.

0

ავტორი: