16:55:50     26-09-2017
„ჩვენ შევთავაზეთ საპარლამენტო ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მათგან მივიღეთ ცივი უარი“
"ჩვენ შევთავაზეთ საპარლამენტო ოპოზიციას 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და მათგან მივიღეთ ცივი უარი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუცია მესამე მოსმენით წარდგენისას. rnrnრაც შეეხება მოტყუებას პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განმარტებით, არაერთხელ იყო ნათქვამი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოზიცია ჩამოყალიბებული იყო „ქართული ოცნების“, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობაში. rnrnrn"რამდენჯერმე ჩაგვეკითხა ოპოზიცია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ რამდენჯერმე სრულიად გულწრფელად და აბსოლუტურად პატიოსნად ვუპასუხეთ, რომ საუბარი იყო მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიციაზე, რასაც, რა თქმა უნდა, სჭირდებოდა შეჯერება 116 კაცთან. რეალურად, როდესაც დავბრუნდით ჩვენ ვენეციიდან, სადაც ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომას ვესწრებოდით, მაშინ გახსოვთ, რომ დოკუმენტში ეწერა პროპორციული სისტემა 2020 წელს, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და მათ შევთავაზეთ ამ დოკუმენტის მხარდაჭერა, რაზეც მივიღეთ ცივი უარი. პირდაპირ გვითხრეს უარი და საბაბად გამოიყენეს რამდენიმე ულტიმატუმი, რომელიც უკავშირდებოდა მიწას, გადასახადებს და აბსოლუტურად გაუგებარ საკითხებს, რომლებსაც არ ჰქონდა საკვანძო პოლიტიკური მნიშვნელობა. ეს იყო საბაბი. რეალურად იქ გამოჩნდა, რომ ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერაზე უარის თქმა. კონსენსუსის არარსებობა იყო ოპოზიციის თვითმიზანი. თუ ასეთი თვითმიზანი თავიდანვე გაქვთ დასახული, ბუნებრივია, ამაზე ადვილი არ არის, რომ, საბოლოო ჯამში, მხარი არ დაუჭირო ნებისმიერი ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუნდაც ეს იყოს ძალიან დახვეწილი დოკუმენტი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი თქვენს წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე. rnrnrnმისივე თქმით, ამ პირობებში შეუძლებელი გახდა პროპორციულ სისტემაზე ჩამოყალიბება 2020 წლისთვის, თავიდანვე იყო საუბარი და ეს აუცილებლად ამოქმედდება მას შემდეგ, რაც ჩატარდება შემდეგი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
0
ავტორი: