„საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ“ „საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ“ />


  16:35:19     26-09-2017

„საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ“

a71639.jpg

„დღეს ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, რომელიც გაუძლებს დროს, გაუძლებს ათწლეულებს და რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს“, -  ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას განაცხადა.

„დიდი საქმეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე არ კეთდება. ჩვენ შეგვხვდა სერიოზული წინააღმდეგობა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მთელი შტურმი ვიხილეთ, თუმცა ეს წინააღმდეგობა დავძლიეთ. ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი: ჩვენ გვამოძრავებდა რწმენა, რომ ვაკეთებდით სწორ საქმეს, რომ შევიმუშავებდით დოკუმენტს, რომელიც გაუძლებდა დროს. ჩვენ გვახსოვს, სადამდე მიგვიყვანა დამახინჯებულმა კონსტიტუციებმა. ჩვენ გამოვიარეთ ავტოკრატიული და ნახევრადავტოკრატიული რეჟიმები. ამ რეჟიმების მთავარი საყრდენი სწორედ არადემოკრატიული კონსტიტუციები იყო, რომელიც მიიღეს 1995 წელს, 2004 წელს და რომელიც ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მემკვიდეობით 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე გადმოგვცა. ჩვენი ისტორიული მისია და ამოცანა იყო ამ მახინჯი კონსტიტუციის ჩანაცვლება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

0

ავტორი: