ელენე ხოშტარია უმრავლესობას: თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში ელენე ხოშტარია უმრავლესობას: თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში />


  15:32:38     26-09-2017

ელენე ხოშტარია უმრავლესობას: თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში

a71628.jpg

„ერთადერთი, რაც თქვენ გაინტერესებთ არის, რომ ჩაებღაუჭოთ ხელისუფლებას, რაც თქვენს სისუსტეზე მეტყველებს“, -  ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ უმრავლესობის წევრ კოლეგებს საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვისას. 

როგორც ელენე ხოშტარიამ  პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მმართველ გუნდს არა აქვს უფლება, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგოს. 

„ჩვენც დაგვიშვია შეცდომები, მაგრამ რაღაც კრიტიკული მომენტები დგება, როდესაც ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ საკითხებს ვეხებით, როგორიც არის არჩევნები და კონსტიტუცია. კონსტიტუცია არ არის თქვენი პარტიის ცხოვრების წესი და თქვენი პარტიის მომავლის დოკუმენტი. კონსტიტუცია არის მთლიანად ქვეყნის განვითარების ფუნდამენტური თამაშის წესები. არ გაქვთ უფლება, რომ ეს კონსტიტუცია აიღოთ და მოირგოთ თქვენ თავზე. თქვენ ყველა სათითაოდ ხართ პასუხისმგებელი ქვეყნის წინაშე, რომ აზიანებთ ქვეყანას. ამ ჩიხიდან გამოსვლის ძალიან ბევრი შესაძლებლობა შემოგთავაზეთ. ოპოზიციური პარტიები რადიკალურად განსხვავებული პოზიციებით შევჯერდით, ვიპოვეთ კონსენსუსი, რადგან ეს საჭირო იყო ქვეყნისთვის. ჩვენ შემოგთავაზეთ პლებისციტი, ვენეციის კომისიამ შემოგთავაზათ უამრავი მნიშვნელოვანი შენიშვნა, პრეზიდენტმა მოახერხა და განსხვავებულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შემოგთავაზათ გამოსავალი. თქვენ არაფერი გაინტერესებთ. ერთადერთი, რაც გაინტერესებთ, არის რომ ჩაებღაუჭოთ ხელისუფლებას, რაც მინდა გითხრათ, რომ არ გამოგივათ. ეს ჩაბღაუჭება თქვენს სისუსტეზე მეტყველებს. ამ პასუხისმგებლობას თქვენ თავზე იღებთ საქართველოს ისტორიის წინაშე, მე პირდაპირ და ძალიან მოკლედ გეტყვით, თქვენ ქმნით სამარცხვინო ფურცელს საქართველოს ისტორიაში“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენისას პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვეს. 0

ავტორი: