თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს: იქნებ გაგვცეთ პასუხი, თუ რატომ მოატყუეთ საქართველოს მოსახლეობა თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს: იქნებ გაგვცეთ პასუხი, თუ რატომ მოატყუეთ საქართველოს მოსახლეობა />


  15:24:38     26-09-2017

თინა ბოკუჩავა ირაკლი კობახიძეს: იქნებ გაგვცეთ პასუხი, თუ რატომ მოატყუეთ საქართველოს მოსახლეობა

a71626.jpg

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მოსახლეობის მოტყუებაში დაადანაშაულა. 

როგორც თინა ბოკუჩავამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო პროექტის მესამე მოსმენით განხილვაზე განაცხადა, ირაკლი კობახიძემ მოატყუა საქართველოს მოსახლეობა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. 

„იქნებ გაგვცეთ პასუხი თუ რატომ მოატყუეთ საქართველოს მოსახლეობა. მე მახსოვს, თქვენ ძალიან ნათლად საუბრობდით იმაზე, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ, გადავიდოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე, რომელიც მართლაც მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყანაში იყოს ნორმალური დემოკრატიული პროცესი. თქვენ ადამიანებს წაართვით იმის შესაძლებლობა, რომ პირდაპირი გზით აირჩიონ პრეზიდენტი. მე მაინტერესებს, იყო ეს თქვენი იმედი, რომელიც ვერ განახორციელეთ, რადგან ბოლოს ბატონმა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ამ სისტემით ვერ მოიგებდა არჩევნებს თუ თქვენი რჩევა ბატონი ივანიშვილის მიმართ იყო დაგვეტოვებინა ეს სისტემა, რომლის წინააღმდეგაც არის სრული ოპოზიციური სპექტრი. ეს კონსტიტუცია არის ცუდი და მორგებულია ბიძინა ივანიშვილის სურვილზე დარჩეს ძალაუფლება თქვენი გამოყენებით“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

0

ავტორი: