11:02:51     14-05-2011
ვენესუელა უკანონო იარაღის გარეშე
ვენესუელის ხელისუფლებამ დაახლოებით 65 ათასი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღის განადგურების დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები აღასრულებენ.
გენერალ ხულიო სესარ მორალესის განცხადებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროს იარაღის და ასაფეთქებელი საშუალებების მიმართულებას ხელმძღვანელობს, გასულ წელს ამ სამხრეთ ამერიკულმა ქვეყანამ ორჯერ მეტი იარაღი გაანადგურა.
საქმე ეხება უკანონო იარაღს, რომელიც სხვადასხვა გზებით შემოდის ქვეყანაში. განადგურების პროცესი მეტალურგიულ ქარხანაში დაიწყო. გენერალი მორალესი საუბრობდა ამწეს ფონზე, რომელიც გიგანტური მაგნიტის საშუალებით იარაღს ქარხნის ღუმელში უშვებდა.
გენერლის თქმით, უკანონო იარაღის განადგურება ვენესუელაში 2003 წლიდან დაიწყო. ამ პროცესს იარაღის კონტროლის საპრეზიდენტო კომისია ადევნებს თვალყურს.
0