10:58:16     14-05-2011
ახალი ბომბდამშენი ჩინეთში
ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში ბომბდამშენი Xian H-6K მიიღო. ახალი თვითმფრინავი ბომბდამშენ H-6 – ის მოდერნიზებული ვერსიაა, რომელიც თავის მხრივ საბჭოთა Ту-16 – ის ასლს წარმოადგენს. გაუმჯობესებულმა H-6K – მა მიიღო ახალი ძრავა, კონსტრუქციის ზოგიერთი ელემენტი, ახალი საბორტო სისტემები და რადარი.
H-6K – ს აქვს 23 მილიმეტრიანი ზარბაზანი, რომელთან ერთადაც თვითმფრინავზე დაყენებულია მოწყობილობა რადიოელექტრონული ბრძოლისათვის. ბომბდამშენს შეუძლია ატაროს ექვსი მფრინავი რაკეტა CJ-10A, რომელიც საბჭოთა Х-55 – ის ასლია. მთლიანობაში, თვითმფრინავს 12 ტონა საერთო მასის შეიარაღების გადატანა შეუძლია.
ამ დროისათვის, ჩინეთის შეიარაღებაში დაახლოებით 12 სხვადასხვა ვერსიის H-6 – ა. თვითმფრინავებს შეუძლიათ განავითარონ 1050 კილომეტრის სიჩქარე საათში და განახორციელონ ფრენები 6 ათას კილომეტრამდე. ბომბდამშენის საერთო საბრძოლო რადიუსი დაახლოებით სამი ათასი კილომეტრია. 0