ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი გოგონა ISIS-ის სამიზნეს წარმოადგენს ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი გოგონა ISIS-ის სამიზნეს წარმოადგენს />


  11:46:30     26-09-2017

ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლი გოგონა ISIS-ის სამიზნეს წარმოადგენს

a71606.jpg

ჯოანა პალანი, გოგონა ერაყის ლტოლვილთა ბანაკში დაიბადა. 9 წლის იყო, როცა იარაღი პირველად აიღო ხელში და მიზანში სროლაში ვარჯიში დაიწყო. მოგვიანებით, მისი ოჯახი საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა, თუმცა, 2014 წელს ჯოანამ დანიაში კოლეჯში სწავლა მიატოვა და სირიაში საბრძოლველად წავიდა.

ასადის რეჟიმთან დაპირისპირების შემდეგ, დანიელი სტუდენტი თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ქალაქ კობანში ქურთების სახალხო დაცვის ერთეულში გაწევრიანდა და ISIS-თან ბრძოლაში ჩაერთო.

ის მონაწილეობდა ახალწვეულების სამხედრო მომზადებაში და იეზიდი გოგონების გათავისუფლებაში, რომლებსაც ტერორისტები სექსუალურ მონებად იყენებდნენ.

„როგორც სნაიპერმა, შეიძლება ფრონტის ხაზზე ცხრა დღე და ღამე გაატარო. ამ დროს ძალიან მომთმენი უნდა იყო. უნდა შეგეძლოს ფოკუსირება და არც ერთ მომენტში არ უნდა დაკარგო კონცენტრაცია. იმ სახლის გასათავისუფლებლად, სადაც ISIS-ს თავისი სექსმონები ჰყავს გამოკეტილი, ერთი მებრძოლი მიდის, მაგრამ უკან მონებთან კი არა, ათობით მებრძოლთან ერთად ბრუნდება“, - ამბობს ჯოანა.

გოგონას საქმიანობამ დანიის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების ყურადღება მიიქცია.

2015 წლის სექტემბერში, კოპენჰაგენში დაბრუნებისას, ჯოანას სამხედრო კონფლიქტების ზონებში გამგზავრება აუკრძალეს, მაგრამ ჯოანამ თანამებრძოლების მიტოვებაზე უარი თქვა და ყატარში დაბრუნდა.

„ვნანობ, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ მე სხვა არჩევანი არ მქონდა. უნდა დავბრუნებულიყავი. არ მეგონა, რომ ყველაფერს დავკარგავდი ჩემი ხალხის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში“, - ამბობს ჯოანა. საბოლოოდ ტერორისტებთან მებრძოლი ერთი თვით, დანიის ციხეში მოათავსეს, გათავისუფლების შემდეგ კი პასპორტი ჩამოართვეს.
გოგონა ვერაფრით ეგუება, რომ დანიის ხელისუფლებამ ტერორისტებთან იმ ადამიანებთან გაათანაბრა, ვინც მისი მოკვლისთვის ჯილდო დააწესა.

ამჟამად, ჯოანა ISIS-ის სამიზნეა, რომელსაც 100-ზე მეტი ტერორისტი მოუკლა.

გოგონას სამ დღეში ერთხელ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა უწევს, რადგან მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება. „ჩემი პოვნისთვის 1 მილიონი დოლარი დააწესეს, ამიტომ შეიძლება მომკლან კიდეც, თუმცა ჩემი შთაგონების წყარო იყო ბრძოლა ქალთა უფლებებისთვის, დემოკრატიისთვის, იმ ევროპული ღირებულებებისთვის, რომლებიც, როგორც დანიელ სტუდენტს, მასწავლეს“, - დაწერა ჯოანამ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე. 0

ავტორი: