10:47:06     26-09-2017
რატომ გაიფიცა ბერძნული მედია 24 საათით
![a71603.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a71603.jpg)
ბერძნული მედია 24 საათით გაიფიცა.
დღეს დილის 6 საათიდან ხვალ დილის 6 საათამდე რადიოს და ტელევიზიით ახალი ამბების გამოშვება არ გავა, არ მუშაობს საინფორმაციო ვებგვერდებიც. გაფიცვის ორგანიზატორი ჟურნალისტების გაერთიანება ESHEA არის.
გაფიცული მედიასაშუალების წარმომადგენლები დამატებითი სოციალური დაზღვევის სისტემის შენარჩუნებას და მედიასაშუალებების თანამშრომლების შრომითი და სოციალური უფლებების დარღვევის შეწყვეტას ითხოვენ.
პროფკავშირებში ამბობენ, რომ მთავრობასთან და დამსაქმებლებთან ერთწლიანი მოლაპარაკებების შედეგად ვერ მოხერხდა იმ ფონდის გადარჩენა, რომლის საშუალებითაც ჟურნალისტები დამატებით პენსიებს, სამედიცინო მომსახურებას და ერთჯერად ფინანსურ დახმარებას იღებდნენ.
ეს პირველი შემთხევავ არ არის საბერძნეთში, ჟურნალისტები ბოლოს 2017 წლის მაისში გაიფიცნენ.
0